Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისელებისთვის გაიზარდა ელექტროენერგიის ტარიფი

თბილისში დაახლოებით ერთნახევარი თეთრით გაძვირდა კილოვატსაათი ელექტროენერგია. 27 დეკემბრის სხდომაზე, საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ დააკმაყოფილა კომპანია „თელასის“ სატარიფო განაცხადი. 2018 წლის 1 იანვრიდან, თბილისის იმ აბონენტებისთვის, რომელთა მიერ ყოველთვიურად მოხმარებული ელექტროენერგია 101 კილოვატსაათს არ აჭარბებს, დღეს მოქმედი ტარიფი - 12,980 თეთრი გაიზრდება 14,5435 თეთრამდე. 101-301 კილოვატსაათი ელექტროენერგიის ტარიფი 16,992 თეთრიდან მოიმატებს 18,5555 თეთრამდე და 301 კილოვატსაათზე მეტისთვის 21,476-დან 23,0395 თეთრამდე.

XS
SM
MD
LG