Accessibility links

უკრაინაში დაიწყო სამხედრო ტყვეების გაცვლის პროცესი


უკრაინამ და დონბასის თვითგამოცხადებულმა რესპუბლიკებმა დაიწყეს ტყეების გაცვლა. უკრაინული მედიის ცნობით, სეპარატისტებმა უკვე გაათავისუფლეს პირველი 16 ტყვე. უკრაინის ინფორმაციით, სეპარატისტების სამხედრო ტყვეებში გაცვლილ უკრაინელებს შვეულმფრენებით ჩაიყვანენ ქალაქ ხარკოვში, სადაც მათ დახვდება პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო. მანამდე, დონეცკელი სეპარატისტების ლიდერმა, ალექსანდრ ზახარჩენკომ განაცხადა, რომ 27 დეკემბერს შედგება ტყვეთა გაცვლა ფორმულით, 306 74-ზე. ინფორმაცია დაადასტურეს უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებმაც. უკრაინელ ტყვეებს კიევის ბორისპოლის აეროპორტში დაახლოებით საღამოს 19 საათზე ჩაიყვანენ.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG