Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოელმა ინვესტორებმა შეიძლება რუსეთი დატოვონ აშშ-ის ახალი სანქციების შიშით


უცხოელი ინვესტორები, ჩანს, 2017 წლის ბოლო დღეებს იმისთვის იყენებენ, რომ დატოვონ რუსეთი, რადგან აშინებთ გაისად აშშ-ის ახალი სანქციების ძალაში შესვლის შემდგომი ვითარება. მედიის თანახმად, ინვესტორები შიშობენ, რომ ახალმა სანქციებმა რუსეთის ოლიგარქებს და სახელმწიფო ფირმებს შეიძლება დარტყმა მიაყენოს და ისინიც დააზარალოს. ამის თაობაზე რუსეთის ყოველდღიური „კომერსანტი“ იტყობინება. გაზეთი წერს, რომ შედეგად, უკან შებრუნდება საინვესტიციო ტალღა, რომელიც 2017 წლის დასაწყისში ინვესტორების იმედს მოჰყვა, რომ რუსეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობა გამოსწორდებოდა ახალი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მმართველობის პირობებში. კომერსანტს მოჰყავს უოლ სტრიტის ფირმის ბენკ ამერიკა მერილ ლინჩის ცნობა, რომ ინვესტიციების საერთო შემცირება მილიარდ დოლარს მიაღწევს 2017 წლის ბოლოს. უცხოური ინვესტიციების გადინების შემდეგ. მოსკოუ ტაიმსის თანახმად, არის შანსი, რომ აშშ-ის სანქციები რუსეთის ეკონომიკისთვის გაუთვალისწინებელი შედეგების მომტანი გახდეს 2018 წელს. ეს არ ნიშნავს, რომ რუსეთის ბაზრებიდან ინვესტიციების 2014 წლის დროინდელი ფართო გასვლის მსგავსი, აუცილებელია მოხდეს. სბერბანკის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, ჰერმან გრეფმა, ფაინენშნლ ტაიმსსუთხრა, რომ მცირე შანსია, აშშ-მა რუსეთის ოლიგარქებსა და სახელმწიფოს ხელში მყოფ კორპორაციებს ტრამპის მიერ ზაფხულში ხელმოწერილი კანონის პირობებში მკაცრი სანქციები დაუწესოს. თუ ასეთი სანქციები დაწესდა,უთხრა გრეფმა ტაიმსს 24 დეკემბერს, „ცივი ომი“ ბავშვების თამაშად მოგეჩვენებათ. შესაძლებელი ყველაზე გამანადგურებელი სანქციები გამორიცხავდა რუსეთის ბანკებს გადახდის საერთაშორისო, „სუიფტის“ სისტემიდან. ეს იქნებოდა ნაბიჯი,რომელსაც ტაიმი უწოდებს „ბირთვულ საშუალებას“. ასეთ ნაბიჯის გადადგმისგან დასავლეთის ქვეყნები თავს იკავებენ უკრაინაში 2014 წელს რუსეთის აგრესიის დაწყების შემდეგ.

XS
SM
MD
LG