Accessibility links

სასამართლომ არ დააკმაყოფილა სააკაშვილის სარჩელი იუსტიციის სამინისტროს წინააღმდეგ


კიევის საოლქო ადმინისტრაციულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა „ახალი ძალების რუხის“ ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის სარჩელი, რომელშიც პოლიტიკოსი მისი ექსტრადიციის თაობაზე პროკურატურის შუამდგომლობის გასაჩივრებას მოითხოვდა. სასამართლოს ცნობით, საქართველოს ექსპრეზიდენტი უკანონოდ მიიჩნევს იუსტიციის სამინისტროს მიერ იმ შუამდგომლობის წარმოებაში მიღებას, რაც „მიხეილ სააკაშვილის ძებნას, დაპატიმრებასა და საქართველოს მთავარი პროკურატურისათვის მის გადაცემას“ შეეხება. ადმინისტრაციული სასამართლო ასევე განიხილავს სააკაშვილის კიდევ ერთ სარჩელს უკრაინის სახელმწიფო საემიგრაციო სამსახურის წინააღმდეგ. „ახალი ძალების რუხის“ ლიდერი უკანონოდ მიიჩნევს საიმიგრაციო სამსახურის „უმოქმედობას“, განიხილოს სააკაშვილი საჩივარი, მის დევნილად ან ისეთ პირად შერაცხვის თაობაზე, რომელიც დამატებით დაცვას საჭიროებს“, - ნათქვამია ოდესის ოლქის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელის განცხადებაში. მანამდე ითქვა, რომ 30 ნოემბერს უკრაინის სახელმწიფო საემიგრაციო სამსახურმა კიდევ სამი თვით გაუხანგრძლივა უკრაინაში კანონიერი ვადით ყოფნა საქართველოს ექსპრეზიდენტს.

XS
SM
MD
LG