Accessibility links

ვიტალი მუტკომ დატოვა „რუსეთი 2018“-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი


რუსეთის ვიცე-პრემიერმა, ვიტალი მუტკომ, დატოვა „რუსეთი 2018“-ის, ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის მომზადებასა და ჩატარებაზე პასუხისმგებელი საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯომარის პოსტი. მუტკოს ნაცვლად ამ პოტს დაიკავებს რუსეთის ფეხბურთის ფედერაციის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, ალექსეი სოროკინი. თავის გადადგომის კომენტირებისას, მუტკომ განაცხადა, რომ განზრახული აქვს მთელი ყურადღება გადაიტანოს მთავრობაში მუშობაზე. უფრო ადრე მუტკომ საქმიანობა შეაჩერა ასევე რუსეთის ფეხბურთის კავშირის თავმჯდომარის პოსტზე. გაზეთ „კომერსანტის“ ცნობით, ამის მიზეზია ზეწოლა ფიფას მხრიდან, დოპინგთან დაკავშირებული სკანდალის გამო. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სანქციის გამო, რუსი მაღალჩინოსანი ვერ შეძლებს ოლიმპიურ თამაშებზე დასწრებას.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG