Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევმა და დონბასელმა სეპარატისტებმა დაასრულეს ტყვეების გაცვლა


კიევმა და თვითგამოცხადებული დონბასის რესპუბლიკების წარმომადგნელებმა დასრულეს სამხედრო ტყვეები. გავრცელებული ინფორმაციით, რომელსაც ორივე მხარე ადასტურებს, უკრაინაში დაბრუნდა 74 კაცი, ხოლო - დონბასში 277. „ხოლო 29 -ამ უარი თქვა დაბრუნებულიყო ოკუპირებულ ტერიტორიაზე, - განუცხადა ჟურნალისტებს უკრაინის ხელისუფლების რწმუნებულმა, ვიქტორ მედვედჩუკმა. იუწყებიან, რომ გათავისუფლებული ტყვეებთან შესახვედრად უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო და თავდაცვის მინისტრი სტეპან პოლტორაკი ჩავიდნენ ხარკოვში. კიევი ამტკიცებს, რომ მეამბოხეების ტყვეობაში რჩება კიდევ 144 უკრაინელი სამხედრო და სამოქალაქო პირი.

XS
SM
MD
LG