Accessibility links

რუსეთი თურქეთს S-400-ის ტიპის სარაკეტო კომპლექსებს მიაწვდის 2020 წლისთვის


რუსეთი გეგმავს S-400-ის ტიპის საზენიტო სარაკეტო კომპლექსების მიწოდებას თურქეთისთვის. მიწოდება უნდა მოხდეს 2020 წლის მარტისთვის. ამის თაობაზე გაზეთ კომერსანტს განუცხადა რუსეთის სახელმწიფო გაერთიანება, „როსტეკის“ ხელმძღვანელმა, სერგეი ჩემეზოვმა. კომერსანტის მიერ გავრცელებულ ცნობას გაკვირვება მოჰყვა, რადგან თურქეთი ჩრდილოატლანტიკური, დასავლური ალიანსის წევრია. ჩემეზოვის თქმით, ორნახევარ მილიარდი დოლარის მოცულობის შეთანხმება გულისხმობს ეს-400-ის ტიპის ოთხი ბატარეის მიწოდებას. გაზეთს ჩემეზოვმა ასევე უთხრა, რომ მთლიანი ხელშეკრულების 45 პროცენტს თურქული მხარე წინასწარ იხდის, 25 პროცენტი რუსეთის კრედიტით დაიფარება. თურქეთის მხრიდან რუსეთისგან ამგვარი სისტემის შესყიდვა ნატოს წევრ ზოგიერთ ქვეყანაში ალიანსის მიმართ უპატივცემულობის გამოხატვად მიიჩნიეს, რუსეთთან ურთიერთობაში იმ დაძაბულობის ფონზე, რომელიც ახლავს მოსკოვის როლს სირიასა და უკრაინაში. S-400-ის შესახებ შეთანხმება შეშფოთებას იწვევს იმის გამოც, რომ რუსეთის მიერ წარმოებული იარაღი ვერ იქნება ინტეგრირებული ნატოს თავდაცვით სისტემაში. თურქეთის თავდაცვის მინისტრმა, ნურეთინ ჩიაქლიმ განაცხადა 27 დეკემბერს, რომ სარაკეტო სისტემების შესახებ მორიგება დასრულებულია. რუსეთის ოფიციალური წარმომადგენლების თანახმად, მოსკოვი S-400-ის მიყიდვის შესახებ შეთანხმებას ხელს მოაწერს ინდოეთთან, და შეიძლება, აშშ-ის მოკავშირე საუდის არაბეთთანაც.

XS
SM
MD
LG