Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სულ მცირე 10 პირი დაშავდა სანკტ-პეტერბურგის სუპერმარკეტში აფეთქების შედეგად


სააგენტოები ავრცელებენ სანკტ-პეტერბურგის ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლების ინფორმაციას, რომ ერთ-ერთ სუპერმარკეტში "თვითნაკეთი მოწყობილობის" აფეთქების შედეგად დაშავდა სულ მცირე 10 ადამიანი. საგამოძიებო კომიტეტის პრესმდივანმა, სვეტლანა პეტრენკომ განაცხადა, რომ ხალხით სავსე ადგილას საღამოს 6.30-ზე აფეთქდა "თვითნაკეთი მოწყობილობა", რომელიც "ლეტალური შედეგის გამომწვევი ნაწილებით იყო სავსე". ოფიციალური პირები არ აზუსტებენ, თუ არის ეჭვი ტერორიზმზე. პეტრენკო ამბობს, რომ გამოძიება "ინციდენტის გარშემო ყველა თეორიაზე მუშაობს", მაგრამ ამ ეტაპისთვის საქმეს "მკვლელობის მცდელობის" სტატუსი აქვს. იუწყებიან, რომ დაშავებული 10 პირიდან ცხრა საავადმყოფოში მოხვდა. შენობიდან ათობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. სოციალურ მედიაში გავრცელდა კადრები, რომლებიც ასახავს ადგილზე მისულ საპოლიციო, სახანძრო და სასწრაფო დახმარების მანქანებს.

XS
SM
MD
LG