Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში აღნიშნეს ბენაზირ ბჰუტოს მკვლელობის მეათე წლისთავი


პაკისტანში აღნიშნეს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბენაზირ ბჰუტოს მკვლელობის მეათე წლისთავი. ტელევიზიით გადაიცა კადრები, რომლებიც ასახავს 20,000-მდე მოქალაქეს ბჰუტოს საგვარეულო აკლდამასთან, სინდჰის პროვინციაში. ბჰუტო - პირველი ქალი, რომელიც მუსლიმური ქვეყნის და დასავლეთის მოკავშირე სახელმწიფოს - მეთაური გახდა, თავდასხმისას მოკლეს 2007 წლის 27 დეკემბერს, რავალპინდიში, სადაც პაკისტანის სამხედრო სტრუქტურების შტაბ-ბინა მდებარეობს. მკვლელობის გამო არავინ დასჯილა. ბენაზირ ბჰუტო პაკისტანის სათავეში იყო 1988-90 და შემდეგ 1993-96 წლებში, ის ხელისუფლებაში დასაბრუნებელ კამპანიას ატარებდა, როცა მოკლეს. მისი მკვლელობის გარშემო კვლავ რჩება პასუხგაუცემელი კითხვები, რაც არაერთი შეთქმულების თეორიის წარმოშობას იწვევს. აგვისტოში პაკისტანის ანტიტერორისტულმა სასამართლომ ყოფილი პრეზიდენტი და სამხედრო ლიდერი, პერვეზ მუშარაფი დაასახელა პირად, რომელიც მართლმსაჯულებას ემალება ბჰუტოს მკვლელობის საქმესთან კავშირით. ამ ვერსიით, არსებობდა ფართო შეთქმულება, რომელიც მიზნად ისახავდა ბჰუტოს, როგორც მისი მთავარი მეტოქის, მოკვლას არჩევნების წინ. მუშარაფი ამ ბრალდებებს უარყოფს.

XS
SM
MD
LG