Accessibility links

კიევმა დაასახელა პატიმრობიდან რუსეთის მოქალაქეთა გათავისუფლების პირობა


პეტრო პოროშენკო გათავისუფლებულ უკრაინელ ტყვეებთან ერთად. ხარკოვის აეროპორტი, 2017 წლის 27 დეკემბერი

უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ განმარტა მიზეზი, რომლის გამოც კიევმა დონბასელ სეპარატისტებთან ტყვეთა გაცვლის ფარგლებში არ გაათავისუფლა რუსეთის მოქალაქეები. პეტრო პოროშენკომ გამოცემას, „სტრანას“ განუცხადა, რომ რუსეთის მოქალაქეებს პატიმრობიდან გაათავისუფლებენ რუსეთში დაპატიმრებული უკრაინელების სანაცვლოდ. პრეზიდენტმა პოროშენკომ აღნიშნა, რომ კიევი უფრო მეტ ძალისხმევას მიმართავს რუსეთის და ოუპირებული ყირიმის საპატიმროებიდან უკრაინის მოქალაქეთა გამოსახსნელად. პეტრო პოროშენკოს განცხადებით, უკრაინის საპატიმროებში მყოფი რუსეთის 15-ზე მეტი მოქალაქის გათავისუფლება გამოყენებული უნდა იყოს იმისათვის, რომ სამშობლოში დააბრუნონ ოლეგ სენცოვი, რომან სუშჩენკო, ალექსადნრ კოლჩენკო და სხვა უკრაინელები. 27 დეკემბერს, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების წარმომადგენლებმა კიევს გადასცეს 73 პირი, რომელთა სანაცვლოდ უკრაინის ხელისუფლებამ გაათავისუფლა და სეპარატისტებს გადასცა 238 შეწყალებული.

XS
SM
MD
LG