Accessibility links

არასრულწლოვანთა მკვლელობისთვის დაკავებულებს ბრალი დაუმძიმდა


თბილისის 51-ე საჯარო სკოლა

პროკურატურამ ბრალდება დაუზუსტა თბილისის 51-ე საჯარო სკოლის ორი მოსწავლის მკვლელობისთვის დაკავებულ ორ არასრულწლოვანს. საქართველოს პროკურატურის ოფიციალურ ვებსაიტზე 28 დეკემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, თავდაპირველად არასრულწლოვნებს ბრალდება წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით. ის გულისხმობს განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში „წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნისა ან უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ.“ პროკურატურის განცხადებით, გამოძიების მიერ მოპოვებული დამატებითი მტკიცებულებების საფუძველზე, არასრულწოვანი გ.ბ. ბრალდებულია სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, ასევე ორი ან მეტი პირის მიმართ, ჩადენილი ჯგუფურად), ხოლო გ.ჯ. ამავე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, ჩადენილი ჯგუფურად). 1 დეკემბერს, თბილისში, ხორავას ქუჩაზე არასრულწოვნებს შორის მომხდარი ჩხუბისას სასიკვდილოდ დაჭრეს 51 საჯარო სკოლის ორი მოსწავლე.


გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG