Accessibility links

პუტინმა ტერაქტად შეაფასა სანკტ-პეტერბურგში მომხდარი აფეთქება


სუპერმარკეტი "პერეკრიოსტოკი." სანკტ-პეტერბურგი, 2017 წლის 27 დეკემბერი

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ტერორისტული აქტი უწოდა სანკტ-პეტერბურგში მომხდარ აფეთქებას. 27 დეკემბერს საღამოს, სუპერმარკეტ „პერეკრიოსტოკში“ თვითნაკეთი მოწყობილობის აფეთქების შედეგად დაიჭრა 13 ადამიანი. „თქვენ იცით, რომ გუშინ სანკტ-პეტერბურგში მოხდა ტერორისტული აქტი, სულ ახლახან კი უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა აღკვეთა ტერაქტის მცდელობა“ - განაცხადა პუტინმა სირიის ანტიტერორისტული ოპერაციის მონაწილე რუსი სამხედროების დაჯილდოების ცერემონიაზე გამოსვლისას. რუსეთის პრეზიდენტის თქმით, უშიშროების ფედერალური სამსახურის დირექტორს დაავალა, რომ ბანდიტების დაკავებისას კანონის ფარგლებში იმოქმედონ, თუმცა არ დაატყვევონ და ადგილზე გაანადგურონ, თუ ისინი საფრთხეს შეუქმნიან სამართალდამცავების სიცოცხლეს, ან ჯანმრთელობას. სანკტ-პეტერბურგში მომხდარი აფეთქების გამო, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა ორი, ან მეტი ადამიანის მკვლელობის მცდელობის მუხლით.

XS
SM
MD
LG