Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანში მთავრობის მხარდამჭერი მიტინგები გაიმართა


ირანში გაიმართა ხელისუფლების მხარდამჭერი ყოველწლიური ხალხმრავალი მსვლელობები, რომლითაც აღინიშნება 2009 წლის სადაო საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ქვეყანაში დაწყებული დაძაბულობის დასრულება. ირანის სიდიდით მეორე ქალაქ მაშადში გამართული აქციის მონაწილეებს ხელთ ეპყრათ ირანის სასულიერო პირის აიათოლა ალი ხამენეის მხარდამჭერი ტრანსპარანტები. ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, ხელისუფლების მომხრეთა მსვლელობები ირანის 1200 ქალაქსა და დასახლებულ პუნქტში გაიმართა. აქციების ფონია წლის ყველაზე დიდი ანტისამათავრობო მსვლელობა ირანში. 29 დეკემბერს ირანში პოლიციამ ათობით ადამიანი დააკავა აქციებზე, რომლებიც ფასების ზრდის გაპროტესტებით დაიწყო და პოლიტიკურ პროტესტში გადაიზარდა. დემონსტრანტები დააკავეს თეირანსა და დასავლეთ ირანის ქალაქ ქერმანშაჰში.

XS
SM
MD
LG