Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაშინგტონი მოუწოდებს კოსოვოს, არ დახუროს ჰააგის ტრიბუნალი


აშშ-ის საელჩომ კოსოვოში, კვლავ მკაცრად გააფრთხილა კოსოვოს ლიდერები, ხელი აიღონ იმ ახალი სასამართლოს გაუქმებაზე, რომელიც ყოფილი ალბანელი პარტიზანი ლიდერების მიერ ჩადენილ სამხედრო დანაშაულს იძიებს. კოსოვოს ტრადიციული მოკავშირის მიერ 29 დეკემბერს გავცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ასეთ ნაბიჯს „მძიმე შედეგები ექნება კოსოვოს ევროპული მომავლისათვის და ნეგატიურად აისახება აშშ-თან თანამშრომლობაზე“.კოსოვოს საგანგებო სასამართლო ჰააგაშია განთავსებული, ის დაარსდა აშშ-ის და ევროკავშირის მხრიდან კოსოვოს მთავრობაზე ზეწოლის შედეგად, საიმისოდ, რომ მართლმსაჯულების წინაშე წარმდგარიყვნენ პირები, რომლებსაც ბრალად ედებათ კოსოვოს გათავისუფლების არმიის (KLA) მიერ ეთნიკური სერბების წინააღმდეგ ომის დანაშაულთა ჩადენა, დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის პერიოდში. სასამართლოში მოსამართლეები და პროკურორები ძირითადად ამერიკელები, კანადელები ან ევროპელები არიან, თუმცა სასამართლო დაარსდა კოსოვოს კანონმდებლობასთან შეფარდებით და მასზე პრიშტინის იურისდიქცია ვრცელდება. სასამართლოს ჰოლანდიაში დაარსების მიზეზი იყო სურვილი მინიმუმამდე დასულიყო მოწმეებზე ზეწოლის და კორუფციის საფრთხეები. სასამართლოს ჯერჯერობით საქმეები არ განუხილავს. კოსოვოს პრემიერ მინისტრი, რამუშ ჰარადინაი, პრეზიდენტი ჰაშიმ ტაჩი და პარლამენტის სპიკერი, ვესელი, წარსულში KLA-ს წევრები იყვნენ. კოსოვოს ლიდერებმა ამ კვირაში კვლავ გაიმეორეს, რომმათი გადაწყვეტილება სპეციალურ სასამრთლოსთან დაკავშირებით არ დააზიანებს ქვეყნის საერთაშირისო იმიჯს.

XS
SM
MD
LG