Accessibility links

ირანის ტელევიზია: 10-მდე გაიზარდა საპროტესტო გამოსვლებისას დაღუპულთა რიცხვი


ირანის ქალაქი ბეჰშარი, 2017 წლის 31 დეკემბერი: ანტისამთავრობო გამოსვლების მეოთხე დღე

ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, 10-მდე გაიზარდა ბოლო ოთხი დღის საპროტესტო გამოსვლებისას დაღუპულთა რიცხვი. სახელმწიფო ტელევიზია არაფერს იუწყება ამ ცნობასთან დაკავშირებულ დეტალებზე. ანტისამთავრობო გამოსვლები, რომლებიც თეირანისა და მრავალი სხვა ქალაქის ქუჩებს მოედო, პირველი მასშტაბური პროტესტია მას შემდეგ, რაც 2009 წელს მღელვარება და დემონსტრაციები მოჰყვა საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად მაჰმუდ აჰმადინეჟადის გამოცხადებას. 31 დეკემბერს პრეზიდენტმა როჰანიმ აღნიშნა, რომ მოქალაქეებს აქვთ ხელისუფლების კრიტიკისა და პროტესტის „სრული თავისუფლება“, მაგრამ არ უნდა დაუშვან ძალადობა. ირანში ანტისამთავრობო გამოსვლების ტალღა დაიწყო ფასების ზრდის გაპროტესტებით, რაც პოლიტიკურ პროტესტში გადაიზარდა.

XS
SM
MD
LG