Accessibility links

სამხრეთი კორეა ჩრდილოეთს სთავაზობს მოლაპარაკებას ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის საკითხზე


სასაზღვრო კონსტრუქცია ორ კორეას შორის დემილიტარიზებულ ზონასთან

სამხრეთმა კორეამ ჩრდილოეთს შესთავაზა მაღალ დონეზე მოლაპარაკება მოახლოებულ ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში ჩრდილოეთ კორეის გუნდის მონაწილეობის საკითხზე. ოლიმპიურ ასპარეზობას 9-25 თებერვალს უმასპინძლებს სამხრეთ კორეაში მდებარე პიონჩანგი. სამხრეთ კორეის მთავრობის წევრი, გაერთიანების საკითხების მინისტრი ჩო მიუნ-გიონი 2 იანვარს გამოვიდა წინადადებით, რომ ორი კორეის დელეგაციები ერთმანეთს შეხვდნენ სასაზღვრო დემილიტარიზებულ ზონაში მდებარე დასახლებაში. მისი თქმით, მართალია მოლაპარაკების მთავარი თემა ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა იქნება, მაგრამ შესაძლოა საუბარი შეეხოს ორ კორეას შორის დაძაბულობის განმუხტვასაც. მოლაპარაკების შესახებ წინადადება ერთ დღეში მოჰყვა ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ იონ ინის განცხადებას ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში მისი ქვეყნის სპორტსმენების შესაძლო მონაწილეობის შესახებ.

XS
SM
MD
LG