Accessibility links

კალიფორნიაში ლეგალიზებულია მარიხუანის მოხმარება


კალიფორნია გახდა შეერთებული შტატების მეექვსე შტატი, რომელშიც მთლიანად იქნა ლეგალიზებული მარიხუანის მოხმარება. აქამდე მისი მოხმარება დაშვებული იყო მხოლოდ სამედიცინო საჭიროების შემთხვევაში. კალიფორნიაში 2016 წლის ნოემბერში, აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნების პარალელურად ჩატარდა კენჭისყრა მარიხუანის ლეგალიზების საკითხზე და ელექტორატის უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ამ ნაბიჯს. 1 იანვრიდან კალიფორნიაში მცხოვრებ, 18 წელზე უფროს პირებს აქვთ უფლება, იქონიონ 28 გრამამდე მარიხუანა ან შინ მოიყვანონ ექვსი ძირი კანაფი. მაღაზიებმა სათანადო შემოწმება უნდა გაიარონ და ლიცენზია მიიღონ ამ პროდუქტის გასაყიდად. აშშ-ის ფედერალური კანონმდებლობით კანაფი კვლავინდებურად ითვლება აკრძალულ ნარკოტიკულ საშუალებად.

XS
SM
MD
LG