Accessibility links

ჰოლივუდის ვარსკვლავებმა შექმნეს მოძრაობა სექსუალურ ძალადობასთან საბრძოლველად


აშშ-ში 300-მდე ადამიანმა, მათ შორის თეატრისა და კინოს ვარსკვლავებმა, შექმნეს მოძრაობა „Time's Up“ (დრო ამოიწურა), რომელიც მიზნად ისახავს სექსუალურ ძალადობასთან და დისკრიმინაციასთან ბრძოლას. კამპანიაში მონაწილეობენ კინოვარსკვლავები მერილ სტრიპი, ნატალი პორტმენი, რიზ უიზერსპუნი, ემა სტოუნი, ევა ლონგორია და სხვები. მათ 1 იანვარს გაზეთ „ნიუ-იორკ ტაიმსში“ გამოაქვეყნეს მოწოდება მოძრაობის მხარდაჭერისაკენ, რაც გულისხმობს ფინანსურ მხარდაჭერასაც ფონდისათვის, რომელიც იურიდიულ დახმარებას გაუწევს სექსუალური ძალადობის მსხვერპლთ. ორგანიზატორებმა უკვე შეძლეს 13 მლნ დოლარზე მეტის შეგროვება. პროექტის ინიციატორები ასევე მოითხოვენ გენდერული უთანასწორობისათვის ბოლოს მოღებას, რათა მეტმა ქალმა დაიკავოს გავლენიანი თანამდებობები და შემოსვლებითაც გაუთანაბრდეს მამაკაცების ხელფასებს. აშშ-ში ბოლო თვეებში დიდ ყურადღებას იპყრობს სექსუალური ძალადობის პრობლემა. ის ყურადღების ცენტრში მოექცა მას შემდეგ, რაც საჯაროდ გახდა ცნობილი ჰოლივუდის პროდუსერის, ჰარვი ვაინსტეინის მხრიდან სექსუალური ძალადობისა და გაუპატიურების შემთხვევების შესახებ. ვაინსტეინი ბრალდებებს უარყოფს, მის წინააღმდეგ დაწყებულია გამოძიება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG