Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანში იზრდება საპროტესტო გამოსვლებისას დაღუპულთა რიცხვი


ირანში წუხელ კიდევ ცხრა ადამიანი დაიღუპა ანტისამთავრობო გამოსვლებისას, რომლებიც 28 დეკემბერს ფასების ზრდის გაპროტესტებით დაიწყო და პოლიტიკურ პროტესტში გადაიზარდა. როგორც იუწყებიან, დაღუპულებს შორის ერთი პოლიციელია. სოციალური მედიით გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ დემონსტრანტები თავს ესხმიან პოლიციის განყოფილებას ცენტრალური ირანის ქალაქ ყადერიჯანში. სახელმწიფო ტელევიზიამ 2 იანვარს გაავრცელა ცნობა, რომ ცხრა მოკლულიდან ექვსი ცდილობდა იარაღის მოპარვას პოლიციის განყოფილებიდან. ხოლო ნახევრადოფიციალურ საინფორმაციო სააგენტო „ტასნიმის“ თანახმად, ქალაქ ნაჯაფაბადში შეიარაღებული დემონსტრანტის თავდასხმის შედეგად დაიღუპა უშიშროების სამსახურის თანამშრომელი. თუ ეს ცნობა დადასტურდა, უშიშროების სამსახურის თანამშრომელი იქნება საპროტესტო ტალღის პირველი მსხვერპლი უშიშროების ძალების რიგებში. ცნობების თანახმად, აქციები იმართება ირანის ათობით ქალაქსა და მომცრო დასახლებაში. მარტო თეირანში, ოფიციალური ინფორმაციით, 450 ადამიანი დააკავეს.

XS
SM
MD
LG