Accessibility links

ირანის უზენაესი ლიდერი ქვეყნის „მტრებს“ ადანაშაულებს ანტისამთავრობო გამოსვლებში


ირანის უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეი ქვეყნის „მტრებს“ ადანაშაულებს ძალადობრივ ანტისამთავრობო გამოსვლებში, რომელთა მსვლელობაშიც, სულ ცოტა, 22 ადამიანი დაიღუპა. ხამენეის ოფიციალურ საიტზე 2 იანვარს გამოქვეყნდა პოსტი, რომელშიც საუბარია მტრის მცდელობაზე, "ნებისმიერი შანსი" გამოიყენოს ირანელი ხალხის საწინააღმდეგოდ მოქმედებისათვის. ეს პოსტი მიჩნეულია ხამენეის პირველი საჯარო გამოხმაურებად 28 დეკემბერს დაწყებულ საპროტესტო აქციებზე. ცნობების თანახმად, დემონსტრაციები იმართება ირანის ათობით ქალაქსა და მომცრო დასახლებაში. ოფიციალური მონაცემებით, მარტო თეირანში 450 ადამიანი იქნა დაკავებული.

XS
SM
MD
LG