Accessibility links

პაკისტანმა დაიბარა აშშ-ის ელჩი მას შემდეგ, რაც ტრამპმა ისლამაბადი „მზაკვრობაში“ დაადანაშაულა


პაკისტანი, 2018 წლის 2 იანვარი: ანტიამერიკული საპროტესტო აქცია ქალაქ კარაჩიში

პაკისტანმა აშშ-ის ელჩი დაიბარა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დაიმუქრა ამ ქვეყნისათვის მილიარდობით დოლარის დახმარების ჩამოჭრით და ისლამაბადი ექსტრემისტების მფარველობაში დაადანაშაულა. ტრამპმა ეს ბრალდებები გამოთქვა 1 იანვარს, 2018 წელს ტვიტერით გავრცელებულ პირველ პოსტში, სადაც ახსენებს ისლამაბადის მხრიდან „სიცრუესა“ და „მზაკვრობას“. ისლამაბადიდან მკვეთრად უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა ტრამპის ბრალდებებს და 2 იანვარს პაკისტანის რამდენიმე ქალაქში ჩატარდა ანტიამერიკული საპროტესტო აქციები. ასევე 2 იანვარს აშშ-ის საელჩოს პრესმდივანმა დაადასტურა, რომ პაკისტანელმა ოფიციალურმა პირებმა აშშ-ის ელჩი დევიდ ჰეილი დაიბარეს. პრეს-მდივანს არაფერი უთქვამს დეტალებზე. როგორც ტრამპმა ტვიტერში დაწერა, აშშ „უგუნურად“ მოიქცა, როცა ბოლო 15 წელიწადში 33 მილიარდ დოლარზე მეტი მიაწოდა პაკისტანს მაშინ, როცა მისგან არაფერი მიუღია „სიცრუისა და მზაკვრობის“ გარდა. თქვენ თავშესაფარს აძლევთ ტერორისტებს, რომლებსაც ჩვენ ავღანეთში დავდევთო, წერს აშშ-ის პრეზიდენტი.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG