Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასამართლომ უფლებამოსილება შეუჩერა მოლდავეთის პრეზიდენტ იგორ დოდონს


მოლდავეთის საკონსტიტუციო სასამართლომ უფლებამოსილება შეუჩერა ქვეყნის პრეზიდენტ იგორ დოდონს. ადგილობრივი მედის ცნობით, ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მას შემდეგ, რაც დოდონმა გასულ კვირაში განმეორებით უარყო მთავრობის წევრობის შვიდი კანდიდატი, რომელიც პრემიერ-მინისტრმა დაასახელა. კანონი პრეზიდენტს აძლევს კანდიდატების მხოლოდ ერთხელ უარყოფის უფლებას, რის გამოც მმართველი პარტიის წევრმა დეპუტატებმა სასამართლოს მიმართეს. მინისტრების დანიშვნის შესახებ ბრძანებულებებს ახლა ხელს მოაწერს პარლამენტის თავმჯდომარე ანდრიანუ კანდუ, რაც მან დაადასტურა ჟურნალისტებთან საუბრის დროს. მოლდავეთის საკონსტიტუციო სასამართლომ შარშანაც შეუჩერა დოდონს მინისტრების დანიშვნის უფლება. სახელმწიფოს ლიდერი მაშინ უარს ამბობდა თავდაცვის მინისტრად ევგენია სტურზას დამტკიცებაზე.

XS
SM
MD
LG