Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არსებობა შეწყვიტა „რუსეთის სარეზერვო ფონდმა“


1 იანვრიდან არსებობა შეწყვიტა „რუსეთის სარეზერვო ფონდმა“. ბიუჯეტის დამატებითი შემოსავლები ამიერიდან ჩაირიცხება „ეროვნული კეთილდღეობის ფონდში“. „სარეზერვო ფონდს“ იყენებდნენ შემოსავლების კლების შემთხვევაში ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად. ფინანსთა სამინისტროს ცნობით, 2017 წლის 1 დეკემბერს მასში 995 მილიარდამდე რუბლი იყო. ორივე ფონდი ცხრა წლის წინ შეიქმნა „სტაბილიზაციის ფონდის“ გაყოფის შედეგად. „ეროვნული კეთილდღეობის ფონდი“ (ФНБ) ორი ნაწილისაგან შედგება: ერთი - გრძელვადიან პერსპექტივაში პენსიების გასაცემად, ხოლო მეორე - ინფრასტრუქტურულ პროექტებში საინვესტიციოდ. რუსეთის ფინანსთა მინისტრის, ანტონ სილუანოვის შეფასებით, 1 იანვარს „ეროვნული კეთილდღეობის ფონდში“ ინახებოდა 3,8 ტრილიონი რუბლი.

XS
SM
MD
LG