სააკაშვილის პროცესები თბილისსა და კიევში
თბილისის საქალაქო სასამართლოში 5 იანვარს უნდა გამოცხადდეს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, განაჩენი სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით. სააკაშვილს ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს, და ეს ქმედება ისჯება ჯარიმით ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე, თუმცა სახაზინო ადვოკატი სოფიო გოგლიჩიძე საქმეში დანაშაულის კვალს ვერ ხედავს. გირგვლიანის საქმე ერთ-ერთია იმ საქმეებს შორის, რომელთა საფუძველზეც ქართულმა მხარემ უკრაინულ მხარეს რამდენჯერმე მიმართა მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების მოთხოვნით. უკავშირდება თუ არა საქართველოში მიმდინარე პროცესები უკრაინაში მიმდინარე პროცესებს და რამდენად რეალისტურია ოდესის ყოფილი გუბერნატორისა და „ახალ ძალთა მოძრაობის“ ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის, საქართველოში ექსტრადირება?
ეპიზოდები
-
ოქტომბერი 07, 2026ძალადობაზე სპორტში და ქალი ფეხბურთელების ბრძოლაზე - ადვოკატი ანა თავხელიძე
-
ოქტომბერი 07, 2026ფეხბურთელი ლანა გორგაძე ფეხბურთელ ქალებზე ძალადობასა და სოლიდარობაზე
-
სექტემბერი 16, 2026„ამ სკოლას არ ჰყავს პატრონი“ - სოფელი სკოლის გარეშე
-
აგვისტო 07, 2026რას ამბობენ ომზე 2008-ში დაბადებულები