Accessibility links

ირანში გრძელდებოდა მთავრობის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა გამოსვლები


IRAN -- Pro-government demonstrators march in support of the regime after the weekly Muslim Friday prayers in Tehran on January 5, 2018.

ირანის მთავრობის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა გამოსვლები გრძელდებოდა ირანის ქალაქებში. მეოთხე დღეა სასულიერო მმართველების მომხრეები მართავენ დემონსტრაციებს და ამასთან ერთად, ქვეყნის სულ მცირე 9 ქალაქში, თეირანის ჩათვლით, გრძელდებოდა საპროტესტო გამოსვლები. დიპლომატიური ქმედებებთან ერთად, ირანის სახელმწიფო ტელევიზია 6 იანვარს გადასცემდა ქალაქებში, ამოლში, სემნანში და შადეგანში, კადრებს მთავრობის მომრხრეთა დემონსტრაციების შესახებ. ისინიმ გაიძახოდნენ „სიკვდილი ამერიკას„, „სიკვდილი ისრაელს„ და „სიკვდილი ბრიტანეტს„. ერთ კვირაზე მეტია გრძელდება საპროტესტო გამოსვლები ირანის ქალაქებში. დაღულია 22 ადამიანი, დაკავებულია 1700-ზე მეტი პირი. ამ ქვეყანაში მსგავსი მასშტაბის ანტისამთავრობო გამოსვლები თთქმის ათი წელია არ ახსოვთ. ირანის ოფიციალურ პირებმა განაცხადეს, რომ ასეულობით დაკავებული, მათ შორის, სტუდენტები, და ახალგაზრდების ჯგუფები, გაათავისუფლეს. ისნას სააგენტოს თანახმად, ზოგიერთ მათგანი დათანხმდა, ხელი მოეწერა პირობაზე, რომ აღარ გაიმეორებდა ქმედებას. ირანის პარლამენტი 7 იანვარს გამართავს სხდომას ანტისამთავრობო გამოსვლების განსახილველად.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG