Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანელი პარლამენტარის განცხადებით, ხელისუფლებამ დააკავა 3700-მდე პირი


მაჰმუდ სადეღი
მაჰმუდ სადეღი

ირანელი პარლამენტარის, მაჰმუდ სადეღის განცხადებით, ამ ქვეყანაში გამართული ანტისამთავრობო გამოსვლების შედეგად ხელისუფლებამ 3700-მდე პირი დააკავა. ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი ამტკიცებს, რომ თეირანმა ჩაშალა აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის მიერ ორგანიზებული ცდა, ქვეყანაში დესტაბილიზაცია შეეტანათ. რეფორმისტი კანონმდებლის მიერ დასახელებული რიცხვი მნიშვნელოვნად აღემატება ოფიციალურ სტატისტიკას. 28 დეკემბრიდან მოყოლებული ირანის ათობით ქალაქში იმართება საპროტესტო გამოსვლები, რომელთა მონაწილეები უკმაყოფილებას გამოთქვამენ უმუშევრობის მაღალი დონისა და ხელისუფლებაში ფეხმოკიდებული კორუფციის გამო.

XS
SM
MD
LG