Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევის მახლობლად მიწას მიაბარეს მოკლული იურისტი ირინა ნოზდროვსკა


ირინა ნოზდროვსკას ფოტო სამგლოვიარო ბაფთით
ირინა ნოზდროვსკას ფოტო სამგლოვიარო ბაფთით

კიევის მახლობლად მდებარე სოფელ დემიდოვში მიწას მიაბარეს ამ ათიოდე დღის წინ მოკლული იურისტი და სამოქალაქო აქტივისტი ირინა ნოზდროვსკა. 29 დეკემბერს გაუჩინარებული ნოზდროვსკას გვამი 1 იანვარს იპოვეს მდინარეში, დემიდოვის მახლობლად. პოლიციის ცნობით, 38 წლის იურისტი ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა. ნოზდროვსკას არაერთხელ დაემუქრნენ ანგარიშსწორებით მას შემდეგ, რაც მან საზოგადოების ყურადღება მიაპყრო დმიტრო როსოშანსკის სასამართლო პროცესს. როსოშანსკი, კიევის საოლქო სასამართლოს მოსამართლის ახლო ნათესავი, მთვრალი მართავდა ავტომანქანას, რომელიც ამ ორიოდე წლის წინ დაეჯახა და მოკლა ნოზდროვსკას და. 2017 წლის მაისში როსოშანსკის შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, ხოლო 27 დეკემბერს კიევის ოლქის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ბრალდებულის განაცხადი სასჯელის შემსუბუქების თაობაზე. როგორც მიმომხილველები ვარაუდობენ, ეს გადაწყვეტილება დიდწილად განაპირობა ნოზდროვსკას აქტიურობამ, რომლის შედეგადაც მნიშვნელოვნად გაიზარდა საზოგადოების ინტერესი როსოშანსკის საქმისადმი.

XS
SM
MD
LG