რა კითხვები ჩნდება თემირლანის სიკვდილის შემდეგ
19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი, რომელიც 26 დეკემბერს პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაიჭრა, 10 იანვრის დილას საავადმყოფოში გარდაიცვალა. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სპეცრაზმელმა თემირლან მაჩალიკაშვილს მას შემდეგ ესროლა, რაც მან ხელყუმბარის აფეთქება სცადა. ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფენ მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები და ეჭვქვეშ აყენებენ უფლებადამცველები. თემირლან მაჩალიკაშვილის დაჭრის ფაქტს შეისწავლის და გამოძიების წინაშე თემირლან მაჩალიკაშვილისა და მისი ოჯახის ინტერესებს წარმოადგენს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი. ცენტრის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების პროგრამის დირექტორი თამთა მიქელაძე სპეცრაზმის წევრების მხრიდან არაპროპორციული ძალის გამოყენებასა და საქმეში არსებულ საეჭვო გარემოებებზე ლაპარაკობს და აპირებს ეს საქმე ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოს გადასცეს.
ეპიზოდები
-
აპრილი 24, 2026ჩერნობილის ქართველი ლიკვიდატორები
-
აპრილი 17, 2026როლანდ შალამბერიძე - 8 ფოტო არქივიდან
-
აპრილი 01, 2026ამინი - ილია II-ის ინგუში შვილობილი
-
მარტი 24, 2026პატრიარქი უკანასკნელ გზაზე
-
მარტი 12, 2026ნათია ფანჯიკიძე - 8 ფოტო არქივიდან
-
თებერვალი 03, 2026ვაჟა გაფრინდაშვილი - 8 ფოტო არქივიდან