არეულობა 8 წლის პაკისტანელი გოგოს მკვლელობის შემდეგ
პაკისტანში სულ მცირე, ორი ადამიანი დაიღუპა, როცა სამართალდამცავებმა ცეცხლი გახსნეს საპროტესტო აქციის დასაშლელად. აქციის მონაწილეები აპროტესტებდნენ რვა წლის გოგონას, ზაინაბ ანსარის მკვლელობას. არეულობა 10 იანვარს დაიწყო ქალაქ კასურში მისი დაკრძალვის შემდეგ. პოლიციამ ანსარის გვამი ნაგავსაყრელზე იპოვა მისი გაუჩინარებიდან ოთხი დღის შემდეგ. პოლიციამ აღმოაჩინა სათვალთვალო ვიდეოკამერით გაკეთებული ჩანაწერი, რომელზეც ჩანს, როგორ მიჰყავს გოგონა მამაკაცს, რომლის ვინაობა დაუდგენელია. (ვიდეო: AP/Reuters)
ეპიზოდები
-
აგვისტო 07, 2026რას ამბობენ ომზე 2008-ში დაბადებულები
-
აგვისტო 07, 2026ნინო სალუქვაძე - 8 ფოტო არქივიდან
-
აგვისტო 01, 2026დათო ტურაშვილი - 8 ფოტო არქივიდან
-
ივნისი 30, 2026ახალგაზრდული "ქართული ოცნება"