Accessibility links

კიევმა უარყო რუსეთის ბრალდება, მის ბაზებზე თავდასხმაში უკრაინის შესაძლო მონაწილეობის შესახებ


რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული, უპილოტო საფრენი აპარატის ფოტო

უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ უარყო რუსეთის გენერალური შტაბის განცხადება, რომ უკრაინას შესაძლოა, კავშირი ჰქონდეს სირიაში რუსულ სამხედრო ბაზებზე 6 იანვარს მომხდარ თავდასხმებთან. უკრაინული მედიასაშუალებების ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა ვიქტორია კუშნირმა განაცხადა, რომ მოსკოვის მორიგი საინფორმაციო შეტევის მიზანია გადაფაროს რუსეთის ქმედებები ანექსირებულ ყირიმში, დონეცკსა და ლუგანსკში, სადაც შეიარაღება შეაქვთ. 11 იანვარს, რუსეთის გენერალური შტაბის წარმომადგენელმა ალექსანდრ ნოვიკოვმა მოსკოვში, ჟურნალისტებს აცნობა, რომ სირიაში რუსულ ბაზაზე თავდასხმის მონაწილე უპილოტო მფრინავი აპარატი აღჭურვილი იყო ასაფეთქებელი ნივთიერებით, რომლის კუსტარულად დამზადება შეუძლებელია და ქარხნულად იწარმოება რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის უკრაინაში. ცოტა ხნით ადრე, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა ფოტოები უპილოტო საფრენი აპარატებისა, რომლებიც მისი მტკიცებით, მონაწილეობდნენ სირიაში, ხმეიმიმის და ტარტუსის ბაზებზე თავდასხმაში. რუსი სამხედროების განცხადებით, 13 საფრენ აპარატს მართავდნენ ექსტრემისტები, რომლებმაც უპილოტო აპარატები სავარაუდოდ, მიიღეს ტექნოლოგიურად განვითარებული ქვეყნისგან.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG