Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეხეთი პრეზიდენტს ირჩევს


ჩეხეთის პრეზიდენტი მილოშ ზემანი
ჩეხეთის პრეზიდენტი მილოშ ზემანი

ჩეხეთში მიმდინარეობს საპრეზიდენტო არჩევნები, რომელშიც 9 კანდიდატი მონაწილეობს. კენჭს ახალი, ხუთწლიანი ვადით იყრის ჩეხეთის მოქმედი პრეზიდენტი, მილოშ ზემანი, რომელიც მიგრანტების მიღების აქტიური მოწინააღმდეგეა და პრორუსულად განწყობილ პოლიტიკოსად ითვლება. სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგების გათვალისწინებით, ზემანის მთავარ კონკურენტად მიჩნეულია მეცნიერებათა აკადემიის ყოფილი პრეზიდენტი, ირჟი დრაჰოში. პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის არიან ჩეხეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, მირეკ ტოპოლანეკი და მუსიკოსი, მიხალ ჰორაჩეკი. ვარაუდობენ, რომ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური გამარჯვებულს ვერ გამოავლენს და მეორე ტურში მონაწილეობას მიიღებენ ზემანი და დრაჰოში. ჩეხეთი საპარლამენტო რესპუბლიკაა, თუმცა, კონსტიტუციით პრეზიდენტს აქვს რამდენიმე მნიშვნელოვანი უფლებამოსილება, მათ შორის მთავრობის ფორმირების საკითხში.

XS
SM
MD
LG