Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანში სამი წლით პატიმრობა მიუსაჯეს ოპოზიციონერ პოლიტიკოს გოზელ ბაირამლის


აზერბაიჯანში სამი წლით პატიმრობა მიუსაჯეს ოპოზიციური „სახალხო ფრონტის პარტიის“ თავმჯდომარის მოადგილეს, გოზელ ბაირამლის. ის დამნაშავედ ცნეს აზერბაიჯანის საზღვარზე არადეკლარირებული ნაღდი ფულის კონტრაბანდაში, რაც ბაირამლის ადვოკატს პოლიტიკურად მოტივირებულ დევნად მიაჩნია. ბაირამლი დააკავეს 2017 წლის მაისში, როცა ის საქართველოდან აზერბაიჯანში ბრუნდებოდა. აზერბაიჯანის სასაზღვრო სამსახურის ცნობით, ბაირამლის უპოვეს არადეკლარირებული 12 000 დოლარი. მაგრამ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აცხადებს, რომ უდნაშაულოა და რომ ფული ჩანთაში ჩაუდეს. ადვოკატ ელჩინ სადიყოვის განცხადებით, ბაირამლიმ სასამართლოში განაცხადა, რომ სამართლებრივი დევნა პოლიტიკურად მოტივირებულად მიაჩნია. დაცვის მხარე ვერდიქტის გასაჩივრებას აპირებს. უფლებადამცველები აზერბაიჯანის პრეზიდენტს ადანაშაულებენ ოპოზიციური ხმების ჩახშობის მცდელობაში ჟურნალისტების, უფლებადამცველების, პოლიტიკური აქტივისტების უმიზეზოდ დაპატიმრებით. ილჰამ ალიევი, რომელიც 2003 წელს მამის, პრეზიდენტ ჰეიდარ ალიევის გარდაცვალების შემდეგ მართავს აზერბაიჯანს, უარყოფს ბრალდებებს.

XS
SM
MD
LG