მერია ტაქსების რეგულირებას აპირებს
თბილისის მერია აპირებს ტაქსების სავალდებულო რეგისტრაცია დაიწყოს. ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ ილაპარაკა. პირველ ეტაპზე მძღოლებს რეგისტრაციისთვის მარტივი ნორმების დაკმაყოფილება მოუწევთ - მათ უნდა ჰქონდეთ ტაქსის ტრაფარეტი და ნებართვა, რომელსაც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები გასცემენ იმის დასადასტურებლად, რომ ისინი ამ საქმიანობით არიან დაკავებულნი. მერიაში აცხადებენ, რომ სატრანსპორტო პოლიტიკა მიზნად ისახვს არა თანხების მობილიზებას, არამედ საზოგადოებრივი ტრანსპორტის უსაფრთხოების, ტექნიკური გამართულობის, სანიტარულ-ტექნიკური ნორმების დაცვასა და ასევე მძღოლების უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას. გარკვეული წესე ბის შემოღებას შესაძლოა დასჭირდეს ერთ წლამდე ვადა და ეს თანდათნობით, ტექნიკური დათვალიერების ამოქმედების პარალელურად, მოხდება, ამბობენ მერიაში.
ეპიზოდები
-
აგვისტო 07, 2026რას ამბობენ ომზე 2008-ში დაბადებულები
-
აგვისტო 07, 2026ნინო სალუქვაძე - 8 ფოტო არქივიდან
-
აგვისტო 01, 2026დათო ტურაშვილი - 8 ფოტო არქივიდან
-
ივნისი 30, 2026ახალგაზრდული "ქართული ოცნება"