Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში პოლიციელებმა ალყა შემოარტყეს ალექსეი ნავალნის საარჩევნო შტაბს


მოსკოვიდან გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციელებმა ალყა შემოარტყეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის საარჩევნო შტაბს. ნავალნის მხარდამჭერების ცნობით, დაკავებულია ოთხი მოხალისე. ბოლო კვირებში ნავალნის 30 შტაბი გაჩხრიკეს სხვადასხვა ქალაქში. პოლიციის მოქმედება უმეტეს შემთხვევაში უკვაშირდება „ამომრჩეველთა გაფიცვის“ აქციას, რომლის ჩატარებაც ნავალნიმ 28 იანვრისთვის დაგეგმა. ამასობაში, რუსეთის უზენაესი სასამართლოს პრეზიდიუმში პარასკევს გამოაცხადეს, რომ საბოლოოდ იქნა უარყოფილი ნავალნის საჩივარი რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილების წინააღმდეგ. საქმე ეხება კომისიის უარს პრეზიდენტობის კანდიდატად ამ ოპოზიციონერის რეგისტრაციაზე. ხუთშაბათს რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოვიდა გაფრთხილებით, რომ მკაცრ ზომებს მიმართავენ საპრეზიდენტო არჩევნების წინა პერიოდში მასობრივი აქციებისა და მიტინგების შესახებ კანონის დარღვევის შემთხვევაში.

XS
SM
MD
LG