Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში მიხეილ სააკაშვილს შინაპატიმრობა მიესაჯა


კიევის სააპელაციო სასამართლომ შინაპატიმრობა შეუფარდა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტსა და უკრაინის ოპოზიციურ პარტია „ახალ ძალთა მოძრაობის“ ლიდერს, მიხელ სააკაშვილს. სასამართლოს 26 იანვრის გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილი ვალდებულია კიევში, საკუთარ სახლში იმყოფებოდეს 22:00 საათიდან დილის 7:00 საათამდე. სასამართლო მას ასევე ავალდებულებს, პირველი გამოძახებისთანავე გამოცხადდეს გამომძიებელთან და არ გავიდეს კიევიდან პროკურორის ნებართვის გარეშე. მიხეილ სააკაშვილმა „სულგაყიდული არსება“ უწოდა მოსამართლეს და განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება მას ვერ შეაჩერებს. 2017 წლის დეკემბერს უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილი ეჭვმიტანილად სცნო სისხლის სამართლის კოდექსის მე-15, 28-ე და 256-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. ეს მუხლები შეეხება პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით დანაშაულის ჩადენას, დანაშაულებრივი ორგანიზაციის მონაწილეთა ხელშეწყობას და მათი დანაშაულებრივი საქმიანობის დაფარვას. გენერალური პროკურატურა ამტკიცებს, რომ სააკაშვილი საპროტესტო აქციების დაფინანსების თაობაზე მოლაპარაკებას აწარმოებდა უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის წარმომადგენელ სერგეი კურჩენკოსთან საპროტესტო აქციების დაფინანსების თაობაზე. სააკაშვილი ბრალდებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.

XS
SM
MD
LG