Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქაბული თალიბებს ადანაშაულებს სარაკეტო თავდასხმაში, რომელმაც ექვსი ბავშვი შეიწირა


ავღანეთი, 2018 წლის 26 იანვარი: ნათესავები გლოვობენ ღაზნის პროვინციაში სარაკეტო იერიშისას დაღუპულებს
ავღანეთი, 2018 წლის 26 იანვარი: ნათესავები გლოვობენ ღაზნის პროვინციაში სარაკეტო იერიშისას დაღუპულებს

ავღანელი ოფიციალური პირების ინფორმაციით, შვიდი ადამიანი, მათ შორის ექვსი ბავშვი დაიღუპა სარაკეტო იერიშისას, რომლის გამოც ერთმანეთს ადანაშაულებენ ხელისუფლება და თალიბები. 26 იანვრის ამ იერიშისას, რაკეტა მოხვდა სახლს ღაზნის პროვინციაში. გუბერნატორის პრესმდივნის, არიფ ნურის ინფორმაციით, რაკეტა თალიბებმა ისროლეს მას შემდეგ, რაც უშიშროების ძალებმა წამოიწყეს ოპერაცია ექსტრემისტების წინააღმდეგ ღაზნის დედაქალაქის სამხრეთით, ყარა ბაღის რაიონში. თალიბების წარმომადგენელმა უარყო ეს ბრალდება და, თავის მხრივ, მთავრობა დაადანაშაულა საჰაერო იერიშის შედეგად სამოქალაქო პირების დახოცვაში. არიფ ნურის განცხადებით, ავღანეთის სამხედრო-საჰაერო ძალების იერიშისას მოკლეს 20 თალიბი მეომარი და არა სამოქალაქო პირები.

XS
SM
MD
LG