მეტროს სადგურ "ვარკეთილში" ჭერის ჩამონგრევის შედეგად ერთი პოლიციელიც დაშავდა. თბილისი, 2018 წლის 30 იანვარი
თბილისის მერის, კახა კალაძის ინფორმაციით, მეტროს სადგურ „ვარკეთილში“ ჭერის ჩამონგრევის შედეგად დაშავებულია 14 ადამიანი. კალაძემ, რომელმაც ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში მოინახულა 4 პაციენტი, ჟურნალისტებს აცნობა, რომ დაშავებულთა მკურნალობის ხარჯებს დაფარავენ თბილისის მერია და ჯანდაცვის სამინისტრო. „მინდა მალე ჯანმრთელობა ვუსურვო თითოეულ მათგანს. გადავრჩით, რომ მსხვერპლი არ არის“ - განაცხადა კახა კალაძემ. ინგოროყვას კლინიკის ექიმმა, კონსტანტინე მუმლაძემ ჟურნალისტებს აცნობა, რომ მათთან მყოფი 4 პაციენტიდან ორს ტვინის შერყევა აქვს, ორს კი ქვედა კიდურების მოტეხილობის გამო ოპერაციას გაუკეთებენ. ექიმის ინფორმაციით პაციენტების ასაკი 25-დან 46 წლამდეა. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, მეტროში ჭერის ჩამონგრევის შედეგად დაშავებულები თბილისის ოთხ სხვადასხვა კლინიკაში მოათავსეს.
თბილისის მეტროში ჭერი ჩამოინგრა
1/1111 ადამიანი დაშავდა თბილისის მეტროში, სადგურ „ვარკეთილში“ ჭერის ჩამონგრევის შედეგად.
30 იანვარს, დაახლოებით 11 საათსა და 30 წუთზე, სადგურ „ვარკეთილის“ ქვედა ვესტიბიულში ჩამოიშალა ე.წ. დაკიდული ჭერის კონსტრუქცია.
მეტი აჩვენენაკლები აჩვენე
8/11„უმკაცრესად დაისჯება ყველა დამნაშავე და ამ ფაქტს მოჰყვება მკაცრი რეაგირება. ამ კომპანიას სამუშაოები აქვს ჩატარებული მეტროსადგურ „ახმეტელზეც“ და დღესვე დაიწყება გადამოწმება, თუ როგორაა შესრულებული ეს სამუშაოები“ - განაცხადა კახა კალაძემ.