Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Financial Times: ევროკავშირი აპირებს ბალკანეთის 6 ქვეყნის მიღებას


ევროკავშირი აპირებს წევრობის შესაძლებლობა მისცეს ბალკანეთის 6 ქვეყანას, სერბიას, ჩერნოგორიას, მაკედონიას, ბოსნია და ჰერცეგოვინას, კოსოვოს და ალბანეთს - ამის შესახებ იუწყება გამოცემა Financial Times. მისი ინფორმაციით, საუბარია 2025 წლამდე პერიოდზე. გამოცემა წერს, რომ ბრიუსელს სურს ევროკავშირის განახლება, მიგრაციაზე კონტროლის გაძლიერება და წინააღმდეგობის გაწევა ბალკანეთზე რუსეთის გავლენის გაძლიერებისთვის. გაზეთის წყაროა ევროკომისიის დოკუმენტი, რომელიც 6 თებერვალს უნდა გამოქვეყნდეს. გამოცემის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის გაფართოებას ზოგიერთი წევრი სახელმწიფო ეწინააღმდეგება, ბრიუსელში მიიჩნევენ, რომ ბალკანეთის ქვეყნების სწრაფად გაწევრიანება მნიშვნელოვანია ევროპულ თანამეგობრობაში მათი ინტერგაციისთვის. ამასთან, ევროკომისია აპირებს ბალკანეთის ქვეყნებს მოუწოდოს ორმხრივი კონფლიქტების მოგვარებისა და კორუფციასთან ბრძოლისკენ. ევროკავშირი სერბიასა და ჩერნოგორიასთან უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს წევრობის შესახებ.

XS
SM
MD
LG