Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

YouTube-მა დაიწყო სახელმწიფო ბიუჯეტით მომუშავე მედიის მონიშვნა


კომპანია YouTube-მა დაიწყო იმ მასმედიის ვიდოების აღნიშვნა, რომლებიც სახელმწიფოსგან იღებენ დაფინანსებას. ამის შესახებ ლაპარაკია ცნობაში, რომელიც ვიდეოჰოსტინგის ოფიციალურ ბლოგში გამოქვეყნდა. YouTube-ის წარმომადგენელმა დააზუსტა, რომ პროექტის მთავარი მიზანია, მომხმარებელს მეტი ცნობები მიაწოდოს ინფორმაციის წყაროების შესახებ. ამჟამად სიახლე მოქმედებს მხოლოდ აშშ-ის ტერიტორიაზე. მაგალითად, ასეთი აღნიშვნები გაუჩნდა ტელეარხების - RT-ისა და „როსია 24“-ის პროდუქციას.

XS
SM
MD
LG