Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საარბიტრაჟო სასამართლოში საქმის მოგების მიუხედავად, რუსი სპორტსმენები მონაწილეობას ვერ მიიღებენ ზამთრის ოლიმპიადაში


საერთაშორისო ოლიპიურმა კომიტეტმა უარი თქვა სამხრეთ კორეაში, ზამთრის ოლიმპიადაზე დაუშვას 13 რუსი სპორტსმენი და 2 მწვრთნელი, რომელთა სააპელაციო საჩივარი გასულ კვირაში დააკმაყოფილა სპორტის საარბიტრაჟო სასამართლომ. საუბარია იმ სპორტსმენებზე, რომლებსაც ანტიდოპინგური წესების დარღვევის გამო, საერთაშორისო კომიტეტმა სამუდამოდ აუკრძალა ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა. 1 თებერვალს, ლოზანაში, სპორტის საარბიტრაჟო სასამართლომ დააკმაყოფილა კომიტეტის წინააღმდეგ 28 რუსი სპორტსმენის სარჩელი, რის შემდეგაც რუსეთის ოლიმპიურმა კომიტეტმა საერთაშორისო ორგანიზაციისგან ითხოვა სპორტსმენების დაშვება 2018 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე. 5 თებერვალს, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნდა განცხადება, რომლის თანახმად, სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ რუსი სპორტსმენების სასარგებლოდ მიღებულმა გადაწყვეტილებამ ვერ გააქარწყლა ეჭვი მათ მიერ დოპინგის გამოყენების შესახებ. საერთაშორისო კომიტეტის ინფორმაციით, დამოუკიდებელმა კომისიამ ინდივიდუალურად გადაამოწმა თითოეული შემთხვევა და ვერ დარწმუნდა ამ სპორტსმენების სისუფთავეში.

XS
SM
MD
LG