იმედი და იმედგაცრუება რუსი ათლეტების გამო
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი „ვერასოდეს წარმოიდგენდა“, რომ მთელ რიგ რუს ათლეტებს გაუუქმებდნენ სამუდამო ოლიმპიურ დისკვალიფიკაციას, - განაცხადა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა თომას ბახმა პრესკონფერენციაზე, რომელიც 4 თებერვალს გაიმართა სამხრეთ კორეაში მდებარე პიონჩანგში. სწორედ პიონჩანგი უმასპინძლებს კარს მომდგარ ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს. ბახი ამ განცხადებით გამოეხმაურა სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოს 1 თებერვლის გადაწყვეტილებას, რომლის გამოც „უკიდურესი იმედგაცრუება და გაოცება“ გამოხატა. ასევე 4 თებერვალს გაუძღვა ლიტურგიას რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ლიდერი, პატრიარქი კირილე, ოლიმპიური თამაშების მონაწილე რუსი ათლეტების დასალოცად. კრემლში, ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში ღვთისმსახურების დროს, სასულიერო პირმა რუსი სპორტსმენების დისკვალიფიკაციას „გლობალურად ორგანიზებული სიცრუის“ ნაწილი უწოდა.
ეპიზოდები
-
სექტემბერი 16, 2026„ამ სკოლას არ ჰყავს პატრონი“ - სოფელი სკოლის გარეშე
-
აგვისტო 07, 2026რას ამბობენ ომზე 2008-ში დაბადებულები
-
აგვისტო 07, 2026ნინო სალუქვაძე - 8 ფოტო არქივიდან
-
აგვისტო 01, 2026დათო ტურაშვილი - 8 ფოტო არქივიდან