Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ილჰამ ალიევი მეოთხედ იყრის კენჭს აზერბაიჯანის პრეზიდენტად


ილჰამ ალიევი
ილჰამ ალიევი

აზერბაიჯანის მმართველმა პარტიამ პრეზიდენტობის კანდიდატად წარადგინა ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი. გადაწყვეტილება ოფიციალურად გამოცხადდა პარტიის, „ახალი აზერბაიჯანის“ ყრილობაზე, რომელიც 8 თებერვალს, ბაქოში ჩატარდა. აზერბაიჯანის პრეზიდენტის არჩევნები 17 ოქტომბერს უნდა გამართულიყო, თუმცა, 5 თებერვალს, პრეზიდენტმა ალიევმა გამოსცა განკარგულება, რიგგარეშე არჩევნების 11 აპრილს ჩატარების შესახებ. პრეზიდენტის მრჩეველმა, ალი ჰასანოვმა არჩევნების ნახევარი წლით ადრე ჩატარების გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ ხელი არ უნდა შეეშალოს წლის ბოლოსთვის დაგეგმილ ღონისძიებებს - აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან მეასე წლისთავის აღნიშვნას და საერთაშორისო ჰუმანიტარულ ფორუმს. საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ბოიკოტის გამოცხადებას აპირებს აზერბაიჯანის ოპოზიციური, დემოკრატიული ძალების კოალიცია. 2016 წლის შემოდგომაზე, აზერბაიჯანის პარლამენტმა ცვლილება შეიტანა კონსტიტუციაში და საპრეზიდენტო უფლებამოსილების ვადა გაზარდა ხუთიდან შვიდ წლამდე. აზერბაიჯანის პრეზიდენტად ილჰამ ალიევი პირველად 2003 წელს აირჩიეს.

XS
SM
MD
LG