Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის ბიუჯეტი კონგრესის ორივე პალატამ დაამტკიცა


აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ 9 თებერვალს დაამტკიცა ფედერალური ბიუჯეტის პროექტი, რომლის თანახმად, უახლოესი ორი წლის განმავლობაში კიდევ 300 მილიარდი დოლარით გაიზრდება დასაშვები სახელმწიფო ხარჯების ლიმიტი. დოკუმენტს მხარი დაუჭირა 240-მა კონგრესმენმა 186-ის წინააღმდეგ. რამდენიმე საათით ადრე, ბიუჯეტის პროექტი 71 ხმით 28-ის წინააღმდეგ დაამტკიცა აშშ-ის სენატმა. კონგრესის ორივე პალატის მიერ მიღებულ დოკუმენტს ხელი უნდა მოაწეროს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა. ბიუჯეტის ძალაში შესვლისთანავე მუშაობას განაახლებენ სახელმწიფო დაწესებულებები, რომლებიც ბოლო სამი კვირის განმავლობაში მეორედ აღმოჩნდნენ ე.წ. შათდაუნის მდგომარეობაში. 8 თებერვალს ამოიწურა კონგრესის მიერ მიღებული დროებითი ბიუჯეტის მოქმედების ვადა და ფედერალური დაწესებულებები იძულებულნი გახდნენ მუშაობა შეეჩერებინათ. ბიუჯეტის მიღების პროცესი გაჭიანურდა სახელმწიფო ხარჯების გაზრდის გამო, რასაც არ ეთანხმებოდნენ როგორც დემოკრატი, ისე რესპუბლიკელი კანონმდებლები.

XS
SM
MD
LG