Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში შეხვედრებს მართავს მაჰმუდ აბასი


პალესტინელთა ავტონომიის პრეზიდენტი, მაჰმუდ აბასი 12 თებერვალს მოსკოვში ჩავიდა, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შესახვედრად. მას სურს რუსეთის მხარდაჭერა მოიპოვოს იმ ფონზე, როცა მატულობს დაძაბულობა აშშ-სთან. მოსკოვში პალესტინელთა ლიდერის ვიზიტს ორი კვირით უძღოდა წინ ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ჩასვლა. აშშ-ის ადმინისტრაციასა და პალესტინელებს შორის კავშირები განსაკუთრებით დაიძაბა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 6 დეკემბერს იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა, რასაც მოჰყვა გულისწყრომა არაბულ სამყაროში და კრიტიკა მსოფლიოს სხვა წერტილებიდან. პალესტინელები იერუსალიმს თავიანთი სამომავლო სახელმწიფოს დედაქალაქად მიიჩნევენ. ისრაელმა აღმოსავლეთ იერუსალიმის ანექსირება მოახდინა და მთელი ქალაქი საკუთარ დედაქალაქად გამოაცხადა, მაგრამ ეს ნაბიჯი არასოდეს უღიარებია საერთაშორისო თანამეგობრობას. აბასს სურს საკუთარი პოზიცია რუსეთის მხარდაჭერით გაამყაროს. ამავე დროს, აბასს სურს ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო მოლაპარაკებების საერთაშორისო მექანიზმისთვისაც მოიპოვოს მხარდაჭერა, რათა ჩანაცვლდეს აშშ-ის, როგორც წამყვანი მოთამაშის, როლი.

XS
SM
MD
LG