Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხორვატია და სერბია აპირებენ ურთიერთობის გაუმჯობესებაზე მუშაობას


ხორვატიისა და სერბიის პრეზიდენტებმა კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩმა და ალექსანდარ ვუჩიჩმა პირობა დადეს, რომ გაააქტიურებენ მუშაობას საერთო საზღვრის საკითხზე, უმცირესობათა უფლებებზე და 1990-იანი წლების დროს დაკარგული პირების პრობლემაზე ორმხრივი ურთიერთობის გასაუმჯობესებლად. ვუჩიჩი ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ეწვია ხორვატიას და 12 თებერვალს შეხვდა ხორვატ კოლეგას, რაც არის ბოლო ხუთ წელიწადში სერბიისა და ხორვატიის ლიდერების პირველი ოფიციალური შეხვედრა. ამ ორი რესპუბლიკის ურთიერთობა მიჩნეულია გადამწყვეტ ფაქტორად ბალკანეთში მშვიდობისა და სტაბილურობისათვის. ყოფილი იუგოსლავიის დაშლასთან დაკავშირებული სისხლისმღვრელი ომის შემდეგ, სერბია და ხორვატია ურთიერთობის გაუმჯობესებას ცდილობენ, მაგრამ დაძაბულობა ჯერ კიდევ არსებობს.

XS
SM
MD
LG