Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევში ოდესის მერი დააკავეს


გენადი ტრუხანოვი (ცენტრში)
გენადი ტრუხანოვი (ცენტრში)

დღეს დილით კიევის ბორისპოლის აეროპორტში დააკავეს ოდესის მერი გენადი ტრუხანოვი. იგი მესაზღვრეებმა აიყვანეს და ნაციონალურ ანტიკორუფციულ ბიუროს გადასცეს. უკრაინული მედიის თანახმად, ტრუხანოვი ოდესის ბიუჯეტიდან თანხის არასწორ განკარგვაშია ეჭვმიტანილი. სისხლის სამართლის საქმეში ფიგურირებს კიდევ ოთხი ადამიანი. გამოძიების თანახმად, მათ ქარხანა „კრაიანი“ მფლობელისგან გაზრდილ ფასად შეიძინეს და ამით სოლიდური ზიანი მიაყენეს ოდესის ბიუჯეტს. 13 თებერვალს გამომძიებლებმა განაცხადეს, რომ ტრუხანოვის ადგილმდებარეობის დადგენას ცდილობდნენ. სამსახურში იგი ბოლო თვე-ნახევრის განმავლობაში არ გამოცხადებულა.

XS
SM
MD
LG