Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰოლანდიის მედიის თანახმად, მიხეილ სააკაშვილი ამსტერდამში იმყოფება


ჰოლანდიის საინფორმაციო სააგენტო ANP იუწყება, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტი და უკრაინის ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, მიხეილ სააკაშვილი ჰოლანდიაში ჩავიდა, მას შემდეგ, რაც ამ კვირის დასაწყისში უკრაინამ მისი პოლონეთში დეპორტაცია განახორციელა. რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის ცნობით, ჰოლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ჯერჯერობით ამ ცნობას არ ადასტურებს. სააკაშვილი ჰოლანდიის მოქალაქეზე, სანდრა რულოვსზეა დაქორწინებულია.

XS
SM
MD
LG