Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვი აცხადებს, რომ სირიაში აშშ-ის საჰაერო თავდასხმებს შესაძლოა ხუთი რუსი მებრძოლი ემსხვერპლა


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ სირიაში, აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი ძალების საჰაერო თავდასხმებს შესაძლოა ემსხვერპლა ხუთი რუსი მეომარი, რომლებიც არ წარმოადგენდნენ რუსეთის არმიის წევრებს და დასძენს, რომ ცნობები რუსებს შორის ათობით თუ ასობით მსხვერპლზე "დეზინფორმაციაა". პრესმდივნის, მარია ზახაროვას ეს განცხადებები იყო პირველი შემთხვევა, როცა რუსეთის ოფიციალურმა პირმა აღიარა, რომ 7 თებერვალს დეირ ალ-ზორის პროვინციაში მომხდარ ინციდენტს შესაძლოა რუსეთის მოქალაქეები ემსხვერპლნენ. "წინასწარი ინფორმაციით, შესაძლოა საქმე გვქონდეს ხუთი ადამიანის, სავარაუდოდ რუსეთის მოქალაქეების სიკვდილთან, იმ შეიარაღებული კონფრონტაციის შედეგად, რომლის მიზეზებს ახლა აანალიზებენ" - განაცხადა ზახაროვამ და დასძინა - "ცნობები ათობით თუ ასობით მოქალაქის დაღუპვაზე წარმოადგენს კლასიკურ დეზინფორმაციას". სირიის სამთავრობო ძალებთან მებრძოლ რუს მეომრებთან დაკავშირებული პირები აცხადებენ, რომ საკონტრაქტო მებრძოლებს შორის დიდძალი მსხვერპლი მოჰყვა შეტაკებას. აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ 100-მდე პირი გაანადგურა საჰაერო დარტყმებმა, რომელიც მოჰყვა მთავრობის მომხრე 500-მდე მებრძოლის თავდასხმას ბაზაზე, სადაც ოპოზიციური ძალები და ამერიკელი სამხედრო მრჩევლები იყვნენ განთავსებული.

XS
SM
MD
LG