ნორვეგიელმა ანდერს ბრეივიკმა მის მიერ 7 წლის წინ 77 ადამიანის მკვლელობის გამო პირველად "გამოთქვა სინანული" წერილში, რომელიც მან ციხის ხელმძღვანელს გაუგზავნა, ამის შესახებ იუწყება გამოცემა Verdens Gang. გამოცემის თანახმად, წერილში აღნიშნულია, რომ ბრეივიკმა უკუაგდო რადიკალური ნაციონალისტური იდეოლოგია და ოცნებობს, რომ 2011 წელს დატრიალებული მოვლენები აღარასოდეს განმეორდეს. გამოცემა წერს, რომ სასამართლო ფსიქიატრების აზრით, ანდერს ბრეივიკი ამით მის მიმართ შეწყნარების მოპოვებას და საპატიმრო ვადის შემცირებას ცდილობს. ამ განცხადებამდე ბრეივიკი ამბობდა, რომ ციხეში მას კიდევ უფრო რადიკალური შეხედულებები გაუჩნდა, ვიდრე მის მიერვე დატრიალებულ ტრაგედიამდე ჰქონდა. 2011 წელს ანდერს ბრეივიკმა აფეთქება მოაწყო ოსლოში და ცეცხლი გახსნა კუნძულ უტოიას ახალგაზრდულ ბანაკში. დაიღუპა 77, დაიჭრა 150-მდე ადამიანი. ტერორისტმა დანაშაული აღიარა. მას 21 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი.
ანდერს ბრეივიკი „ჩადენილ დანაშაულს ნანობს“

ყველაზე პოპულარული
1