Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავტორიზაცია გაუუქმდათ „ჰიპოკრატესა“ და „თბილისის საერთაშორისო აკადემიას“


საქართველოს განათლების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი
საქართველოს განათლების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი

სამედიცინო სასწავლო უნივერსიტეტ „ჰიპოკრატესა“ და „თბილისის საერთაშორისო აკადემიის“ სტუდენტები მობილობის წესით სხვა უმაღლეს სასწავლებლებში გადანაწილდებიან, განაცხადა საქართველოს განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა. მინისტრის განმარტებით, ავტორიზაციის გაუქმება აღნიშნულ სასწავლებლებში განათლების დაბალი ხარისხით იყო გამოწვეული:

„კონკრეტული დეტალები ხარისხის ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდება. მინდა გითხრათ, რომ ზოგადად დარღვევები ეხებოდა განათლების ხარისხს. ჩვენთვის მთავარ საზრუნავს სწორედ განათლების ხარისხი წარმოადგენს. სახელმწიფომ სიმართლე უნდა უთხრას ყველა ოჯახს, ყველა სტუდენტს და ეს სიმართლე სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ავტორიზებული უმაღლესი სასწავლებლები არიან ისინი, ვისაც აქვს მაღალი აკადემიური ხარისხი“, - აღნიშნა მინისტრმა.

თბილისის სამედიცინო სასწავლო უნივერსიტეტ „ჰიპოკრატესა“ და „თბილისის საერთაშორისო აკადემიას“ ავტორიზაცია განათლების ხარისხის განვითარების მიერ განხორციელებული მონიტორინგის საფუძველზე გაუუქმდა. ცენტრის თანახმად, ექსპერტთა დასკვნის მიხედვით დარღვეულია სტანდარტის თითქმის ყველა მოთხოვნა. კერძოდ, ხარვეზები აღმოჩენილია საგანმანათლებლო პროცესში, საბიბლიოთეკო რესურსების არადამაკმაყოფილებელ გამოყენებაში, პრაქტიკული მეცადინეობისათვის საჭირო სათანადო ბაზების არარსებობაში. ცენტრის შეფასებით, საგანმანათლებლო ნაწილის გარდა, პრობლემებია ასევე ადმინისტრაციის, ფინანსებისა და ორგანიზაციული მოწყობის საკითხშიც.

XS
SM
MD
LG